HRANA - ირანში 28 თებერვლის შემდეგ 1097 სამოქალაქო პირი დაიღუპა

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ინფორმაციით ირანში 28 თებერვლის შემდეგ 1097 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

დაღუპულთა შორის 181 10 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვია. მათივე ცნობით, სამოქალაქო პირებში დაშავებულთა რაოდენობამ 5 402-ს მიაღწია, მათ შორის 100 ბავშვია.

HRANA-ს მონაცემებით, მხოლოდ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ირანზე სულ მცირე 104 თავდასხმა განხორციელდა, დარტყმები განხორციელდა სამხედრო ბაზებზე, სამედიცინო ცენტრებსა და საცხოვრებელ ტერიტორიებზე.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს