შრი ლანკას სიახლოვეს ირანის საზღვაო ძალების გემი იძირება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC შრი-ლანკის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ირანელი მეზღვაურების გადასარჩენად, რომლებმაც კუნძულთან ახლოს მათი გემის ჩაძირვის შემდეგ საგანგებო სიგნალი გააგზავნეს, ფლოტი და საჰაერო ძალები გაგზავნეს.
შრი-ლანკის საგარეოს საქმეთა მინისტრმა პარლამენტს განუცხადა, რომ გემიდან საგანგებო სიგნალი გამთენიისას მიიღეს. არსებული ინფორმაციით, გემზე 180 ადამიანია. შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 30 დაშავებული მეზღვაური უკვე გადაიყვანეს ჰოსპიტალში.
ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია გემის ჩაძირვა და დაკავშირებულია თუ არა ეს ამერიკა-ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან.