ბეირუთში აეროპორტთან აფეთქება მოხდა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში ქვეყნის მთავარ აეროპორტთან აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ კადრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, ბეირუთ-რაფიკ ჰარირის საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს, თუმცა საერთაშორისო ფრენების უმეტესობა გაუქმებულია.

ცნობისთვის, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთის სამხრეთში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული შენობების დაბომბვას.

ლიბანის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, თავდასხმების დაწყების მომენტიდან ათობით ადამიანი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს