როდესაც კომპლექსურ ბირთვულ მოლაპარაკებებს უძრავი ქონების გარიგებად აღიქვამ და როდესაც დიდი ტყუილები სინამდვილეს ჩრდილავს, არარეალური მოლოდინები ვერასდროს შესრულდება,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.
მან ტრამპი მოლაპარაკებების მაგიდის დაბომბვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მან დიპლომატიას უღალატა.
„როდესაც კომპლექსურ ბირთვულ მოლაპარაკებებს უძრავი ქონების გარიგებად აღიქვამ და როდესაც დიდი ტყუილები სინამდვილეს ჩრდილავს, არარეალური მოლოდინები ვერასდროს შესრულდება. შედეგი? მოულოდნელად მოლაპარაკების მაგიდის დაბომბვა.
ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს”,- განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.