Lactalis Food Service Solutions Georgia-მ ქართული ჰორეკა სექტორისთვის გამართა მასშტაბური ბრენდული ღონისძიება, რომლის მიზანიც პროფესიონალური საზოგადოების გაერთიანება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება იყო.

Lactalis Georgia-ს გენერალური მენეჯერი
27 თებერვალს, „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ღონისძიებაზე კომპანიამ 120-მდე სტუმარს უმასპინძლა და გააერთიანა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის პროფესიონალები, რომელთაც ერთმანეთს კულინარიის სფეროში არსებული სიახლეები, გამოწვევები და გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრები მიწვეულები იყვნენ ბარისტას მასტერკლასზეც, რომელზეც გაეცნენ რძის პროფესიონალურად ამოყვანის ტექნიკასა და მისი ხარისხის მნიშვნელობას იდეალური სტრუქტურის ქაფის მისაღებად. ამასთან, ესპანელმა ბარისტამ და საერთაშორისო ჩემპიონატების ფინალისტმა ვილი გომესმა ისაუბრა რძის მეცნიერებაზე, თუ როგორ განსაზღვრავს მის ხარისხი ყავის გემოვნურ თვისებებს.
ასევე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ საერთაშორისო ბრენდების - President-ის, Galbani-ს, Santal-ისა და Parmalat-ის უმაღლესი ხარისხის რძის ნაწარმი და ხორცპროდუქტები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გაიმართა ცოცხალი მუსიკის ფონზე, ორკესტრის შესრულებით.
მთავარი სპიკერი იყო ფრანგი საკონდიტრო ოსტატი, მსოფლიო დონის შეფ-კონდიტერი კრისტოფ ადამი, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში ქართველი კონდიტერებისთვის ექსკლუზიური მასტერკლასი ჩაატარა.

კრისტოფ ადამი - შეფ-კონდიტერი
თავის გამოსვლაში მან ისაუბრა მაღალი ხარისხის ინგრედიენტების მნიშვნელობაზე კონდიტერიაში და საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აუდიტორიას წარმატების ფორმულა გაუზიარა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ფრანგი კონდიტერის უნიკალური რეცეპტებით შექმნილი დესერტებიც, რამაც საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია.
სპიკერებს შორის მოწვეული იყო Accor Group Georgia-ს გენერალური მენეჯერი სებასტიან ვინსენტი, რომელმაც მასშტაბირებად ჰორეკა მოდელებსა და სხვადასხვა ბაზარზე სტანდარტების შენარჩუნების შესახებ ისაუბრა.

სებასტიან ვინსენტი - Accor Group Georgia-ს გენერალური მენეჯერი
„ვისაუბრე ჩემი პროფესიული გზის შესახებ შეფ-მზარეულობიდან მენეჯერობამდე, ასევე, რა განსხვავებული ნაბიჯები გადავდგი ჩემი კარიერის განმავლობაში.
განვითარებული ჰორეკა სექტორი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს აქვს ძლიერი კულინარიული მემკვიდრეობა და ძლიერი კულტურა, ასევე მრავალფეროვნება კულინარიაში და ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გავავრცელოთ ადგილობრივ დონეზე თუ მოგზაურობისას“, - აღნიშნა სებასტიან ვინსენტმა.
აუდიტორიას თავისი პროფესიული არჩევანის შესახებ უამბო რესტორან Cafe Littera-ს დამფუძნებელმა თეკუნა გაჩეჩილაძემაც. როგორც თავისი გამოსვლისას აღნიშნა, გარშემომყოფებს მისი გადაწყვეტილება შეცდომად ესახებოდათ, რამაც მასზე გავლენა ვერ მოახდინა, რადგან დარწმუნებული იყო თავის სურვილებში. თეკუნა გაჩეჩილაძემ ხაზი გაუსვა, რომ ასეთ მასშტაბური ღონისძიებები ჰორეკა სექტორისთვის მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით:
„ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სფეროსთვის, რადგან ის ინფორმაციის გაცვლის, ახალი პროდუქციის გაცნობისა და კოლეგებთან კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. დამატებით მნიშვნელოვანია მასტერკლასებიც - მაგალითად ჩვენს ოთხ მზარეულს ჰქონდა მასში მონაწილეობის შესაძლებლობა და საოცარი ტექნიკები ისწავლეს. ვფიქრობ, ამგვარი ღონისძიებები, დიდი კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ასეთი გამოცდილება შევიძინოთ“, - განმარტა თეკუნა გაჩეჩილაძემ.
ჰორეკა სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების მნიშვნელობაზე ესაუბრა ბრენდ შეფი, Duchef-ის დამფუძნებელი და საკონდიტრო დარგის ექსპერტი ხათუნა ბაკურაძეც:

ხათუნა ბაკურაძე - Duchef-ის დამფუძნებელი
„მსგავსი ღონისძიებები ძალიან დიდ როლს თამაშობს ჰორეკა სექტორის განვითარებისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისთვის და ზოგადად ცნობადობისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მომწოდებლებისა და ჰორეკა სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია, მივიღოთ შედეგი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია არ ქმნის ხარისხიან შედეგს, ჩვენ ზუსტად ამისთვის ვართ, რომ პროფესიონალებმა ვიმუშაოთ პრემიუმ ხაზის პროდუქციაზე და მივიღოთ იდეალური შედეგი“, - განაცხადა Duchef-ის დამფუძნებელმა ხათუნა ბაკურაძემ.
ღონისძიების მთავარი ნაწილი ასევე მოიცავდა „ჯი-ემ-თი“ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის კიწი სიგუასა და „Lactalis საქართველოს“ მარკეტინგის დირექტორის ანა განუგრავას პრეზენტაციებსაც.

კიწი სიგუა - „ჯი-ემ-თი“ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი
კიწი სიგუამ ისაუბრა მიზნებსა და თავის გზაზე, შეფობიდან მენეჯერობამდე, ასევე, რა ქმნის მაღალი ხარისხის სერვისს. ანა განუგრავამ კი მოწვეულ სტუმრებს ჰორეკა სექტორში არსებული ტენდენციები და გეგმები გააცნო. კერძოდ, ისაუბრა ტექნოლოგიურ განვითარებასა და სიახლეებზე, რომელიც ამ მიმართულებით ინერგება.
„ჰორეკა სექტორის წამყვან პროფესიონალებს გავაცანით სიახლეები, რომლებიც ინერგება „Lactalis საქართველოში“ და რაც მათთვის, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის იგეგმება ახლო მომავალში. ასევე, გავაცანით პროდუქტები „პრეზიდენტისგან“, „გალბანისგან“, „პარმალატისგან“, „სანტალისგან“ და მათ შორის, ადგილობრივი წარმოება „სანტესგან“, რომლებიც მათ დაეხმარება, რომ საუკეთესო შედეგი დადონ თავიანთ შემოქმედებაში. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ტენდენციებზე, რაც გლობალურად ჰორეკა სექტორში მიმდინარეობს. მათ შორის იყო ჩვენი ვებგვერდი და სხვა საკომუნიკაციო პლატფორმები, სადაც შეუძლიათ ინფორმაცია მიიღონ ჩვენი პროდუქტებისა და სექტორში არსებული სიახლეების შესახებ.
ასევე, ვისაუბრეთ რამდენიმე საინტერესო სიახლეზე, რომელიც მალე ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ეს არის ონლაინ აპლიკაცია, სადაც პროფესიონალ აუდიტორიას ექნება საშუალება, შეკვეთა გააკეთოს მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს და თვალი ადევნოს მას“, - განმარტა ანა განუგრავამ.

ანა განუგრავა - Lactalis საქართველოს მარკეტინგის დირექტორი
ღონისძიების განსაკუთრებული პრიზი იყო Bocuse d’Or 2027-ზე, ლიონში გამგზავრება, რომელიც მოიცავდა ორმხრივ ავიაბილეთებს, სასტუმროში განთავსებასა და ღონისძიებაზე სრულ დასწრებას. შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა ორი გამარჯვებული, რომელთაც საზეიმოდ გადაეცათ საგზურები.
ჰორეკა სექტორის წამყვანი სპეციალისტების პრეზენტაციების პარალელურად გაიმართა გალა ვახშამი უნიკალური გემოვნური თვისებების კერძებით. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ ნატო მეტონიძის შესანიშნავი შესრულებისთვის.
Lactalis Food Service Solutions Georgia-ს მიზანია, ჰორეკა სექტორისთვის შექმნას პლატფორმა, სადაც ინდუსტრიის პროფესიონალები შეძლებენ ცოდნის გაზიარებას, ახალი ტენდენციების გაცნობას და გრძელვადიანი, ღირებულებაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბებას.
(R)