ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას რა ტიპის საშინაო და საგარეო პრობლემებით შეხვდა ირანი, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, ასევე იმაზე, ირანში ომის დაწყების გამო უსაფრთხოების რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა საქართველო და ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა რა ნაბიჯები უნდა გადადგან, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, 28 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია დაიწყო.
დაწყებული ომის შედეგად გარდაცვლილია აიათოლა, მისი ოჯახის წევრები და უახლოესი გარემოცვა. სხვადასხვა წყაროებით 48 მაღალჩინოსანია დაღუპული. თუმცა, ირანული ცნობებით, დაღუპულთა რიცხვი 15-ს არ აღემატება.
აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან, დამკვირვებელთა უმრავლესობა ამ ომის დაწყებას პროგნოზირებდა.
მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და საჰაერო დარტყმები განხორციელდა, ახლა ყველა იმაზე მსჯელობს, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ირანში.
დამკვირვებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ომი ირანში დიდხანს არ გაგრძელდება. მეორენი კი თვლიან, რომ ირანში 47 წლიანი შიიტური მმართველობის შემდეგ ნაკლებადსავარაუდოა რომ აიათოლების რეჟიმი ჩამოიშალოს. ბევრი იმსაც კი ვარაუდობს რომ არაა გამორიცხული ირანში პირობითი „ირანელი დენ სიაოპინის“ გამოჩენა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ალი ხამენეის სიკვდილმა, შესაძლოა, ასეთი სცენარის განვითარებასაც შეუწყოს ხელი.
ირანში რომ ვითარება რთულია, ამაზე ისიც მეტყველებს რომ თეირანსა და რეგიონებში ერთნი აიათოლას გლოვობენ, ხოლო მეორენი ქუჩებში მომხდარს აღნიშნავენ და ხარობენ და ისლამური რესპუბლიკის დამცველები მოზეიმეების მიმართ ლოიალობას იჩენენ.
რა შესაძლო სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანში? ერთი მხრივ საბრძოლო მოქმედებები და მეორე მხრივ, როგორი შეიძლება აღმოჩნდეს მისი შედეგები?
- უკვე რამოდენიმე დღეა მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის მთელი რეგიონი მოიცვა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ხელმძღვანელობის განცხადებების მიხედვით, აღნიშნული ოპერაციის მიზანს წარმოადგენს ირანში არსებული ისლამური რესპუბლიკის მმართველობის დასარულება. ანუ რეჟიმის ცვლილება.
თუ ირანში მოქმედებები მეტ-ნაკლები ეფექტურობით გაგრძელდა, რაღაც პერიოდის შემდეგ, ირანის ხელისუფლებას, უდაოდ, გაუჭირდება ქვეყნის მართვა
გარდა ამისა ირანის სამხედრო პოტენციალის, განსაკუთრებით ყველაფერი რაც ეხება ბირთვული იარაღის პროგრამასა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებას უნდა განადგურდეს. ამ მიზნების მისაღწევად, როგორც ჩანს, საკმაოდ ინტენსიური იერიშების მიტანა არის დაგეგმილი გარკვეულ სამხედრო ობიექტებზე, ისევე როგორც სამხედრო წარმოებებზე.
უმართავობა კი ქაოსისკენ მიდრეკილებას გამოიწვევს და ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, უფრო ადვილადაა შესაძლებელი ირანში შეიქმნას რეჟიმის ცვლილებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობები
გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ წერტილოვან დარტყმებს, რომელიც მიზნად ისახავს ირანის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ხელმძღვანელობის განადგურებას, რაც თავის მხრივ ქვეყნის მმართველობით რგოლში ქაოსისა და დაბნეულობის შეტანას უწყობს ხელს.
ირანში ხალხის ქუჩაში გამოსვლით მოვლენათა განვითარება და ხელისუფლების ცვლილება, სავსებით რეალისტურია. თუ ოდესმე ყოფილა რეალური შანსი ხელისუფლების ცვლილების ირანში, ალბათ, ჩვენ სწორედ ამ ვითარების მომსწრენი ვართ დღეს
თუ ირანში მოქმედებები მეტ-ნაკლები ეფექტურობით გაგრძელდა რაღაც პერიოდის შემდეგ, ირანის დღევანდელ ხელისუფლებას უდაოდ გაუჭირდება ქვეყნის მართვა, და მეტიც შეიძლება გამოჩნდეს სისტემისა და ხელისუფლების პარალიჩი, ანუ ვითარება, როდესაც ფიზიკურად ხელისუფლება არსებობს, მაგრამ უუნაროა მართოს ქვეყანა, რადგან არ გააჩნდეს მმართვის რესურსი, ან ქვედა რგოლებთან კომუნიკაცია, ან მოიშალოს გარკვეული სტრუქწტურები სამთავრობომ აპარატში და ა.შ.
უმართავობა კი ქაოსისკენ მიდრეკილებას გამოიწვევს და ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, უფრო ადვილადაა შესაძლებელი ირანში შეიქმნას რეჟიმის ცვლილებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობები.
- ირანი მრავალეროვანი ქვეყანაა. ირანში მრავლად ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანლები, ქურთები, რომლებსაც გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლიათ ირანში დაწყებულ პროცესებში.
ფატია, რომ 1980-იან წლებში ერაყთან ომიდან მოყოლებული, არასდროს ისლამური რესპუბლიკა ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში არ ყოფილა. მისი „წინააღმდეგობის ღერძი“ სირიიდან ერაყსა და იემენამდე მოშლილია“.
ეთნიკური აზერბაიჯანელები მჭიდროდ არიან ჩაბმულები ირანის საერო თუ რელიგიურ სტრუქტურებში. საშიშროება იმისა, რომ საგარეო პოლიტიკური წნეხის დროს ირანის ჩრდილოეთში სეპარატიზმი გაღვივდება, საკმაოდ მცირეა.
რაც შეეხება ქურთებს, ირანის წინააღმდეგ
ომის დაწყებამდე 5 ქურთული ორგანიზაცია გაერთიანდა და მათ განაცხადეს რომ „იბრძოლებენ რეჟიმის დამხობამდე“, მაგრამ, ქურთებს სურთ ირანის ფარგლებში ფართო ავტონომია ჰქონდეთ. თუ მათ შორის არიან ქურთული სახელმწიფოს შექმნის მომხრეებიც.
რაც შეეხება ქურთული სახელმწიფოს შექმნას, ისრაელის გარდა, ახლო აღმოსავლეთში არც ერთ სხვა ქვეყანას არ სურს დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოების ჩამოყალიბება. ამ მხრვივ, თურქეთის ინტერესი პირდაპირ ემთხვევა ირანისას და ამ უკანასკნელის დასუსტების შემთხვევაშიც კი ქურთების სეპარატიზმის აღმოსაფხვრელად ანკარასთან თანამშრომლობა მოსალოდნელია.
რა ტიპის შიდა პრობლემებით შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკა ომს?
- უპირველეს ყოვლისა ეს არის უდიდესი საპროტესტო განწყობები, რომელის გამოვლინება იყო გასული დეკემბერ-იანვრის ანტი-სახელისუფლებო მრავალათასიანი და მაშტაბური გამოსვლებში და ამ საპროტესტო ტალღის უპრეცედენტო სისასტიკით ჩახშობა, ყველაზე უხეში და სისხლიანი მეთოდებით. ყოველივე ეს,რა თქმა უნდა,დაასუსტა მართველი რეჟიმი, და აჩვენა რომ ის არც ისე ურყევია როგორც ეს აქამდე ჩანდა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ხსენებული გამოსვლების მიზეზი გახლავთ უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა ირანში, რაც სანქციების ზემოქმედებას უკავშირდება.
საერთო ჯამში ირანი საომარ მოქმედებების დაწყებას შეხვდა ღრმა ეკონომიკური კრიზისითა და მოსახლეობის დიდი ნაწილის მკვეთრად გამოხატული ანტოსახელისუფლებო განწყობებით.
ირანი საომარ მოქმედებების დაწყებას შეხვდა ღრმა ეკონომიკური კრიზისითა და მოსახლეობის დიდი ნაწილის მკვეთრად გამოხატული ანტოსახელისუფლებო განწყობებით
ორივე ეს გახლავთ მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც აფიქრებინებს ისრაელსა და შეერთებულ შტატებს, რომ დღეს, ყოველივე ხსენებულის ფონზე ხელისუფლების ცვლილება ირანში შესაძლებელია.
- პრეზიდენტ ტრამპისა და ისრაელის პრემიერის განცხადებები იმაზე მეტყველებს რომ ვაშინგტონსა და თელ-ავივს იმედი აქვთ რომ ირანელი ხალხი ქუჩაში გამოვა და აიათოლების რეჟიმს დაამხობს.
მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარების ალბათობა რამდენად დიდია?
- დღევანდელი გადასახედიდან არაფერია გამორიცხული. ცხადია სამხედრო დარტყმებმა უნდა გარკვეული ობიექტებისა და მიზნების განადგურების გარდა, რაღაც ეტაპზე, უნდა შეასრულოს ხალხის საპროტესტო ტალღის აგორების კატალიზატორის ფუნქციაც.
დროის განსაზღვრა, თუ როდის შეიძლება მოხდეს ყოველივე ეს, ჯერ ძნელია.
როგორც უკვე ავღნიშნე, ეს ალბათ მოხდება ხელისუფლების პარალიჩის ფონზე. ამ ამ წერტილამდე მისვლას რა დრო, და როგორი მოქმედება დასჭირდება დღეს, ამაზე საუბარი ძნელია ნამდვილად.
მაგრამ, ერთი ცხადია, ირანში ხალხის ქუჩაში გამოსვლით მოვლენათა განვითარება და ხელისუფლების ცვლილება, სავსებით რეალისტურია. თუ ოდესმე ყოფილა რეალური შანსი ხელისუფლების ცვლილების ირანში, ალბათ, ჩვენ სწორედ ამ ვითარების მომსწრენი ვართ დღეს.
ის ინფრასტრუქტურა რომელიც ჩვენს ქვეყანას და რეგიონს აკავშირებს დასავლეთთან. ეს არის მილსასენები, სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები, საზღვაო პორტები და მათი ინფრასტრუქტურა… მათი ფუნქციონირების დარღვევა, უკიდურესად ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზეც და მის უსაფრხოებაზე, არაფერი რომ არ ვთქვათ პირდაპირ ზარალზე, რასაც ასეთი ქმედებების შედეგებს მოჰყვება
- მიუხედავად იმისა რომ ომი ირანში გასული კვირის შაბათს დაიწყო, ამ თემაზე განცხადება ორშაბათს გააკეთა. მასში ვკითხულობთ - „საქართველოს მთავრობა - სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის რესპუბლიკას, სადაც ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს“.
განცხადება რომ საკმაოდ გაწონასწორებული და დაბალანსებულია, გასაგებია. ირანი საქართველოს სამეზობლოში მდებარეობს და ისეთი მკვეთრი ვერ იქნებოდა, როგორც აშშ და ისრაელი აკეთებენ. ირანს სამძიმრის წერილები ერევანმა და ბაქომაც გაუგზავნა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ირანში დაწყებულ ომზე საქართველოს მთავრობის განცხადებას?
- კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საქართველოს ომი, ჩვენ მასში არ ვმონაწილეობთ და ამიტომ დაბალანსებული პოზიციის გამოხატვა გვმართებს. აქედან გამომდინარე დაბალანსებული განცხადება დღეს უპრიანად მიმაჩნია.
თუმცა, ამავდროულად ეს გახლავთ შესაძლებლობა ყოველგვარი ბალანსის შენარჩუნებით, ვაჩვენოთ აშშ-სა და მის სხვა მოკავშირეებს ქვეყნის პრო-დასავლური ღირებულებები და ორიენტაცია.
ეს შეიძლება გამოიხატოს გაძლიერებულ კონტროლზე საბანკო საფინანსო სფეროში ირანული სუბიექტების მიერ საქართველოში დაფუძნებულ ბიზნეს ერთეულებზე, რომელიც რაღაცა სახით საეჭვო ფინანსურ, თუ სავაჭრო ოპერაციებში შეიძლება გააბან ქვეყანა, და სხვა.
ასეთ ქმედებებს განსაკუთრებული და ძალზედ დადებითი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს დასავლეთის მხრიდან, მით უმეტეს დღეს არსებული რთული ვითარების ფონზე.
- ომის დაწყებისთანავე, ხელოვნური ინტელექტმა ირანში ომის დაწყების შემთხვევაში მოვლენათა განვითარების საკმაოდ არასახარბიელო პროგნოზი გაკეთა.
იწინასწარმეტყველა ირანიდან დევნილების ნაკადი, რომელიც შეეცდება ქვეყნიდან გასვლას. აღწერა ლამის აპოკალიფსური სურათი „წითელ ხიდზე“, ასევე საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ასევე თბილისის აეროპორტში. ყურადღება გაამახვილა „შავი ფულის“ უკონტროლო მოძრაობაზე.
ვიცი, რომ ხელოვნური ინტელექტის პროგნოზი წაკითხული გავთ. ამიტომ გკითხავთ - რამდენად მზადაა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურები, საზოგადოება გაუძლონ იმ გამოწვევებს, რომელიც ირანში დაწყებულმა ომმა ქვეყნის წინაშე დააყენა?
- მე ნამდვილად გამოჭირდება საუბარი საქართველოს ინსტიტუტების მზადყოფნაზე ირანში არსებული ვითარების გამო შექმნილ გამოწვევებთან დაკავშირებით, მარტივი მიზეზის გამო, უბრალოდ არ გამაჩნია ეს ინფორმაცია და არ მაქვს მათზე წვდომა.
მაგრამ, მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ რა საფრთხეები და გამოწვევები შეიძლება იყოს საქართველოს საზრუნავი ირანში არსებული ვითარებიდან გამომდინარე.
უპირველესად. ეს ეხება დასავლეთის ინტერესებს და დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოებას. როცა ჩვენ ვამბობთ დასავლეთის ინტერესებზე, აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება უპირველესად ის ინფრასტრუქტურა რომელიც ჩვენს ქვეყანას და რეგიონს აკავშირებს დასავლეთთან. ეს არის მილსასენები, სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები, საზღვაო პორტები, მათი ინფრასტრუქტურა და ა.შ.
ამ ობიექტების დაზიანება ან საბოტაჟი, ან ნებისმიერი ქმედება, რაც გამოიწვევს მათი ფუნქციონირების დარღვევას, უკიდურესად ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზეც და მი უსაფრხოებაზე, არაფერი რომ არ ვთქვათ პირდაპირ ზარალზე, რასაც ასეთი ქმედებების შედეგებს მოჰყვება.
ირანელების ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 13 ათას აღწევს. ამიტომ აუცილებელია, ჩემის აზრით, კანონის დაცვით, აღნიშნულ სუბიექტებზე დაკვირვება, რადგან თავი ავარიდოთ, უკანონო საფინანსო და სავაჭრო ოპერაციებს ქვეყნის ტერიტორიაზე, რამაც შესაძლებელია ქვეყანას მრავალმხრივი ზიანი მიაყენოს
უკვე ვახსენე საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესები, რომელიც ეკუთვნის ირანის მოქალაქეებს. ირანელების ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 13 ათას აღწევს. ამიტომ აუცილებელია, ჩემის აზრით, კანონის დაცვით, აღნიშნულ სუბიექტებზე დაკვირვება, რადგან, შესაძლოა, მათ ჰქონდეთ მცდელობა თავი ავარიდოთ, უკანონო საფინანსო და სავაჭრო ოპერაციებს ქვეყნის ტერიტორიაზე, რამაც შესაძლებელია ქვეყანას მრავალმხრივი ზიანი მიაყენოს.
გარდა ამისა, მოგეხსენებათ, საქართველო ტურისტული ქვეყანაა, და ამიტომ არაა გამორიცხული ფიზიკური თავდასხმების მოწყობა დასავლეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე. ამიტომ, ჩემი აზრით გასაძლიერებელია ტურისტებში პოპულარულ ადგილების გაძლიერებული პატრულირება და მონიტორინგი. ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის.
ამდაგვარად, ყოველივე ეს მიუთითებს დასავლეთის თანმიმდევრულობაზე საქართველოს ინტერესების დასაცავად რუსეთის რევიზიონისტული პოზიციის საწინააღმდეგოდ
ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, ირანში საომარი მოქმედებების ფონზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებისა და შესაბამისი ინსტიტუტების წინაშე რთული და მასშტაბური ამოცანები დგას.
- იანვრის თვეში რუსეთის მაღალჩინოსნებმა არა ერთხელ გააკეთეს განცხადება აფხაზეთის გავლით ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე. მოსკოვის პოლიტიკურ წრეებში დიდი ხანია ოცნებობენ მოსკოვი-თეირანის მატარებლის მატარებლის ამუშავებაზე.
მანამდე გვახსოვს ლავროვი გვახსენებდა იმას, რომ 3 +3-ის ფორმატში საქართველოს ელოდებიან. ირანში განვითარებული მოვლენებს ისეთი პირი უჩანს, რომ მოსკოვის ამ გეგმებს ყველა შემთხვევაში განხორციელება არ უწერია. ასეა?
- მართალი ბრძანდებით. მაგრამ მე ცოტა სხვაგვარად გავაკეთებდი აქცენტს და შესაძლო სხვა საკითხების მიმართაც.
3+3 ფორმატი, არასოდეს ყოფილა პრიორიტეტული ოფიციალურად საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ამაზე ინტენსიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა დონეზე კონსულტაციები და მსჯელობა როგორც დახურულ სივრცეში ისე საჯაროდ, მაგრამ ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო, და აგრეთვე ქართული საზოგადოების მხრიდან მკვეთრი უარყოფითი რეაქციის გათვალისწინებით ეს საკითხი საქართველოსთვის ტაბუირებული იყო.
გარდა ამისა, მე მახსენდება აშშ-ს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები და რჩევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც ხაზგასმით მიუთითებდა 3+3 ფორმატის შესახებ რუსეთის მხრიდან ინტერესის გამოხატვაზე - მას - რუსეთს - ჯოდბა შეესრულებინა 2008 წლის აგვისტოს სარკოზი-მედვედევის დოკუმენტის მთავარი მოთხოვნა და გაეყვანა საოკუპაციო სამხედრო კონტინგენტი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რაც მას დღემდე არ ააქვს შესრულებული.
სხვათა შორის, აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის პროექტში, ერთ-ერთ მოთხოვნა საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანას უკავშირდება ამ დოკუმენტში. ასეა, რადგან ის ხელმოწერილია სარკოზის მიერ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის რანგში, საფრანგეთის როტაციული თავმჯდომარეობის პერიოდში.
ამდაგვარად ყოველივე ეს მიუთითებს დასავლეთის თანმიმდევრულობაზე საქართველოს ინტერესების დასაცავად რუსეთის რევიზიონისტული პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სოხუმიდან ენგურამდე, ლიანდაგი სასიგნალო და ელექტრო გაყვანილობა საერთოდ არ არსებობს. არ არის გამართული და უსაფრთხო ელექტროენერგიის მიწოდების სისტემა. ყოველივე ეს მოითხოვს $500-600 მილიონის ინვესტიციას. შედეგად მივიღებთ ნახევრად ამორტიზირებულ რკინიგზის მონაკვეთს, რომლის გამტარუნარიანობა იქნება დაახლოებით 5 მილიონი ტონა წელიწადში
იგივე შეიძლება იქვას საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაზე. ობიექტურად, ეკონომიკური თვალსაზრისით ამ მონაკვეთის ამუშავებას აზრი არ გააჩნია.
რატომ? იმისათვის რომ აფხაზეთის მონაკვეთზე სარკინიგზო მიმოსვლა ჯეროვნად და გამართულად ააწყო, უზარმაზარი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. დღეს რკინიგზა ფუნქციონირებს ფსოუს სასაზღვრო პუნქტიდან სოხუმამდე. ისიც ძალზედ სავალალო მდგომარეობაშია.
სოხუმიდან ენგურამდე, ლიანდაგი სასიგნალო და ელექტრო გაყვანილობა საერთოდ არ არსებობს. არ არის გამართული და უსაფრთხო ელექტროენერგიის მიწოდების სისტემა. ყოველივე ეს მოითხოვს $500-600 მილიონის ინვესტიციას. შედეგად მივიღებთ ნახევრად ამორტიზირებულ რკინიგზის მონაკვეთს, რომლის გამტარუნარიანობა იქნება დაახლოებით 5 მილიონი ტონა წელიწადში.
საქართველოს რკინიგზამ, საკუთარი რესურსების ინვესტიციით და რიკოთის უღელტეხილზე განხორციელებელი სამუშაოების შედეგად თავის მონაკვეთში ტვირთბრუნვა გაზარდა 48 მილიონ ტონამდე წელიწადში. ამიტომ ტექნიკურადაც და ეკონომიკურადაც აფხაზეთის მონაკვეთის ამუშავება საქართველოს რკინიგზისთვის არ უნდა იყოს პრიორიტეტული
ყველაფერი ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს რკინიგზამ, საკუთარი რესურსების ინვესტიციით და რიკოთის უღელტეხილზე განხორციელებელი სამუშაოების შედეგად თავის მონაკვეთში ტვირთბრუნვა გაზარდა 48 მილიონ ტონამდე წელიწადში. ამიტომ ტექნიკურადაც და ეკონომიკურადაც აფხაზეთის მონაკვეთის ამუშავება საქართველოს რკინიგზისთვის არ უნდა იყოს პრიორიტეტული.
რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური ასპექტები ამ პროექტისა. პოლიტიკურად ეს ნიშნავს მსოფლიოში ყველაზე სამქცირებულ ქვეყანასთან, მის მიერ ოკუპირებული, და გავერანებული ტერიტირიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას.
მიჩნდება კითხვა - რატომ, რის გამო ან რის სანაცვლოდ? ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იგეგმება, ან რუსეთის ჯარების გაყვანას ვაღწევთ ამით?
დევნილების დაბრუნების გარანტიებს ვიღებთ და შემდგომში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ხელის შეწყობას?
აფხაზური სეპარატისტული სტრუქტურების მოსკოვიდან დაფინანსების შეწყვეტას და სამართლებრივი და მათ მიერ ხელმოწერილი სახელშეკრულებო პაკეტის გაუქმებას? დამოუკიდებლობის აღიარების უკან გამოწვევას?
არაფერი მსგავსი, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი არ არის.
სამაგიეროდ, რას მიიღებს საქართველო. უპირველესად ფინანსურ ზარალს, რადგან როგორც ვთქვი, ნაკლებად სავარაუდოა ამ მარშრუტის მომგებიანობა, და მისი განხორციელების პირობებში რუსეთი ყველაფერს გააკეთებს რათა აფხაზეთის მონაკვეთის შემოსავალი საქართველოს არ ერგოს.
გარდა ამისა პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფართომასშტაბიანი სანქციების პირობებში, შესაძლოა, მეორადი სანქციების წყაროდ იქცეს საქართველოსთვის. აღნიშნული კი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მისი პოლიტიკური პოზიციონირებისთვის წამგებიანი და აბსოლუტურად მიუღებელია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი