4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული მოსამართლეს - მე დანაშაული არ ჩამიდენია - თქვენ გაქვთ შანსი დაასრულოთ ეს ისტორიული მასკარადი, ისტორიის სწორ მხარეს დადგეთ და ჩვენ, ყველა გაგვიშვათ სახლებში

მე დანაშაული არ ჩამიდენია. თქვენ, ბატონო მოსამართლევ, გაქვთ შანსი დღეს დაასრულოთ ეს ისტორიული მასკარადი, ისტორიის სწორ მხარეს დადგეთ და ჩვენ, ყველა გაგვიშვათ სახლებში,- ასე მიმართა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მანუჩარ მიქელაძემ მოსამართლე თამარ მახარობლიძეს სასამართლო პროცესზე.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ და არა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებმა.

„მე ძალიან მაინტერესებს, რატომ არავინ გვეკითხება, რას ვებრძვით, ვის ვებრძვით. ჩვენ კი ვიცით, მაგრამ აქ სასამართლოში...

მე ჩემსას ვიტყვი. მე ვარ მანუჩარ მიქელაძე, ვიცავ ჩემ ქვეყანას. ვებრძვი არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ძალაუფლება მიტაცებულ ხელისუფლებას და შესაბამისად, მე დანაშაული არ ჩამიდენია. ამიტომ თქვენ, ბატონო მოსამართლევ, გაქვთ შანსი დღეს დაასრულოთ ეს ისტორიული მასკარადი, ისტორიის სწორ მხარეს დადგეთ და ჩვენ, ყველა გაგვიშვათ სახლებში. დანაშაული ჩვენ კი არა, დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ, დანაშაული ჩაიდინეს იმ მოწმეებმა, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ გამოდიან და ზოგი, რას ბჟუტურებს, ზოგს „კასკა“ გაუსკდა და ზოგს, თავი.... თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი, რომ ეს ყველაფერი დაასრულოთ“, - განაცხადა მანუჩარ მიქელაძემ.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს