ძმები მიქაძეების ადვოკატი - კოკა მორგოშია დღეს თავისუფალი თხრობის ნაწილში ბევრს საუბრობდა გარემოებების შესახებ, თუმცა კითხვაზე, ვის შეუძლია ნაამბობის დადასტურება, პასუხი ჰქონდა, რომ ან არ ახსოვს ან არ სურს განმარტება - ეს არასარწმუნოს ხდის მის ჩვენებას

კოკა მორგოშიამ განაცხადა, რომ მას თავისი პირადი ინტერესი აქვს, თავისი პირადი გადაკვეთა და კონფლიქტები ოთარ ფარცხალაძესთან, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეების ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კოკა მორგოშია დღეს თავისუფალი თხრობის ნაწილში ბევრს საუბრობდა გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს არ სცემდა.

„კოკა მორგოშიამ დღეს სასამართლოს წინაშე ისაუბრა მოტივთან დაკავშირებით. ამ საუბრისას განაცხადა, რომ მას თავისი პირადი ინტერესი აქვს, თავისი პირადი გადაკვეთა და კონფლიქტები ოთარ ფარცხალაძესთან, რის გამოც ჩვენ, დაცვის მხარეს შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ სასამართლოს წინაშე გაკეთებული მისი განმარტებები სწორედ ამ კონფლიქტიდან გამომდინარე მის შემხვედრ ნაბიჯებს წარმოადგენს და არ აქვს რეალურად კავშირი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან.

კოკა მორგოშია დღეს თავისუფალი თხრობის ნაწილში ბევრს საუბრობდა გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა რა წამსაც კითხვა ისმებოდა ვის შეუძლია მისი ნაამბობის დადასტურება, ნეიტრალურ ობიექტურ მოწმეს, პასუხი ჰქონდა, რომ ან არ ახსოვს, არ იცის, ან არ სურს ამის შესახებ განმარტების გაკეთება, რაც ბუნებრივია არასარწმუნოს ხდის მის ჩვენებას. იმიტომ, რომ ერთი მხრივ მიუთითებს გარდაცვლილ ლევან ჯანგველაძეზე, რომელთანაც ბუნებრივია, სამწუხაროდ, ეს გარემოებები ვერ გადამოწმდება, ხოლო მეორე მხრივ საუბრობს ისეთ ადამიანებზე, რომელთა ვინაობა არც გამოძიებაში, არც დღეს ჩვენთვის ცნობილი არაა“,-განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს