სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომეხი კოლეგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.
„ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.