შრი-ლანკას სიახლოვეს ჩაძირული ირანული სამხედრო გემის ეკიპაჟის 180 წევრიდან 148 დაკარგულად ითვლება და მათი ძებნა მიმდინარეობს

შრი-ლანკას სიახლოვეს ჩაძირული ირანული სამხედრო გემის ეკიპაჟის ნაწილის ძებნა მიმდინარეობს. არსებული დოკუმენტების თანახმად, გემზე ეკიპაჟის 180 წევრი იმყოფებოდა.

შრი -ლანკას საზღვაო ძალები ეკიპაჟის 32 წევრის გადარჩენისა და ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. ეკიპაჟის 148 წევრი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

„მიუხედავად იმისა, რომ გემი ჩვენი ტერიტორიული წყლების მიღმა იყო, ის იყო ჩვენი ძიებისა და გადარჩენის არეალში, ამიტომ საგანგებო სიგნალზე დაუყოვნებლივ ვუპასუხეთ. ჩვენ ვიპოვეთ წყალზე მოტივტივე ადამიანები და გადავარჩინეთ ისინი. შემდგომი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ირანული გემიდან იყვნენ”,- განაცხადა შრი-ლანკას საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.

ამ დრომდე ცნობილი არ არის, რამ გამოიწვია ირანის სამხედრო გემის ჩაძირვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს