პარლამენტმა ”სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 79 ხმით, ერთხმად - ”სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ წარადგინა, პირველი მოსმენით მიიღეს.

კანონის პროექტის თანახმად, მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს განვითარების ფონდის სალიკვიდაციო ღონისძიებები უნდა უზრუნველყოს.

როგორც ვახტანგ ცინცაძემ პროექტის საკომიტეტო განხილვისას განმარტა, მთავრობის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინსტრუმენტების კონსოლიდაცია. მისივე თქმით, აღნიშნული კონსოლიდაცია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება, რომელიც კონცეპტუალურად საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკად გადაკეთდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს