შრი-ლანკას საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის მიერ ირანულ სამხედრო გემზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის მიერ ირანულ სამხედრო გემზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას შრი-ლანკას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შრი-ლანკას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაშველებმა ქვეყნის სანაპიროსთან ჩაძირული ირანული სამხედრო ხომალდის Iris Dena-ს ეკიპაჟის 80 წევრის ცხედარი იპოვეს.

მანამდე, შრი-ლანკის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ გემის ეკიპაჟის 32 წევრის გადარჩენა შეძლეს.

გემის დოკუმენტაციის თანახმად, სულ, ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ირანული სამხედრო გემი აშშ-ის წყალქვეშა სამხედრო ნავიდან განხორციელებული დარტყმის შემდეგ ჩაიძირა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს