ირანში სკოლაზე დარტყმის შემთხვევას ვიძიებთ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.
პიტ ჰეგსეტის მტკიცებით, აშშ „სამოქალაქო ობიექტებს არასდროს ურტყამს“.
„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ამას ვიძიებთ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
შეგახსენებთ, ირანში, ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაზე დარტყმა 28 თებერვალს, დილით, აშშ-ისრაელის საჰაერო იერიშების დაწყების შემდეგ განხორციელდა.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დარტყმების შედეგად სულ მცირე 168 ადამიანი დაიღუპა.