ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა 2,4 მილიონი ადამიანით განისაზღვრა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინის განკარგულება რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„განისაზღვროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 391 770 ერთეულის, მათ შორის 1 502 640 სამხედრო მოსამსახურის ოდენობით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 2 640-ით გაიზარდა.