პიტერ სიიარტო კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

პიტერ სიიარტო კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა, - ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ენერგეტიკული უსაფრთხოება და სამხედრო ტყვეები“, - დაწერა სიიარტომ „ფეისბუქის“ გვერდზე და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ფოტო გააზიარა.

მანამდე, სიიარტომ დაწერა, რომ მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, „რუსეთიდან უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდების და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მებრძოლი ზაკარპატიელი უნგრელების რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების“ საკითხების განხილვას გეგმავდა.

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს