ხმელთაშუა ზღვაში რუსული ტანკერი ჩაიძირა - რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმა უკრაინული დრონებით განხორციელდა, რომლებიც ლიბიის სანაპიროდან გაუშვეს

ხმელთაშუა ზღვაში თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდი რუსული ტანკერი ჩაიძირა, - ინფორმაციას BBC-ი ლიბიის საზღვაო სამაშველო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსული ტანკერი The Arctic Metagaz-ი ლიბიასა და მალტას შორის მდებარე წყლებში ჩაიძირა, მას შემდეგ, რაც გუშინ ხანძარი გაუჩნდა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტანკერზე თავდასხმა უკრაინული დრონებით განხორციელდა, რომლებიც ლიბიის სანაპიროდან გაუშვეს.

„მომხდარი საერთაშორისო ტერორიზმისა და მეკობრეობის აქტია, რაც საერთაშორისო საზღვაო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევაა“, - განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ.

რუსულ უწყებაში აღნიშნეს, რომ ტანკერის ეკიპაჟის 30-ვე წევრი უსაფრთხოდ არის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს