დიდ დიღომში, ერთ-ერთ შენობაში ხანძარია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.
მათივე ცნობით, უცნობია ხანძრის გავრცელების არეალი და მისი გამომწვევი მიზეზი.