ვლადიმერ პუტინი - რუსეთს შეუძლია ევროკავშირის გაზის ბაზარი უფრო მომგებიანი ბაზრების სანაცვლოდ ნაადრევად დატოვოს - ეს გადაწყვეტილება არ არის, უბრალოდ ხმამაღლა ფიქრია

რუსეთს შეუძლია ევროკავშირის გაზის ბაზარი უფრო მომგებიანი ბაზრების სანაცვლოდ ნაადრევად დატოვოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ისინი გეგმავენ, რომ ერთ თვეში, რუსული გაზის, მათ შორის თხევადი ბუნებრივი აირის, შეძენაზე შეზღუდვები დააწესონ. ხოლო, ერთი წლის შემდეგ, 2027 წლიდან კიდევ უფრო მეტ შეზღუდვებს გეგმავენ, სრულ აკრძალვამდე“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთისთვის შესაძლოა „უფრო მომგებიანი იყოს, რომ ევროპული ბაზრებისთვის რუსული გაზის მიწოდება ახლავე შეწყვიტოს“.

„უფრო მომგებიანი ხომ არ იქნება იმ ბაზრებზე შესვლა, რომლებიც ახლა იხსნება. ასევე, მკაფიოდ ვიტყვი, რომ პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. თუ მაინც ერთ ან ორ თვეში უნდა დახურონ ბაზარი, მაშინ უკეთესი არ იქნება, რომ ახლავე შევწყვიტოთ მიწოდება და იმ ქვეყნებში წავიდეთ, რომლებიც სანდო პარტნიორები არიან? ეს გადაწყვეტილება არ არის, როგორც ამბობენ, ეს უბრალოდ ხმამაღლა ფიქრია“, - აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, იანვარში ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც გაზის, ასევე, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს. გეგმის თანახმად, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო გაზის იმპორტის - 2027 წლის შემოდგომიდან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს