თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი თავის მრჩევლებთან განიხილავს, რა როლი შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს ირანში კონფლიქტის შემდეგ

დონალდ ტრამპი კონფლიქტის შემდეგ ირანში აშშ-ის მონაწილეობის საკითხს თავის მრჩევლებთან განიხილავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

კეროლაინ ლევიტის თქმით, აშშ-ის დაზვერვა განიხილავს ცნობებს იმის შესახებ, რომ ირანში აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად მისი შვილი მოჯტაბა ხამენეი განიხილება.

„ეს ცნობები ჩვენც ვნახეთ და ამას ჩვენი დაზვერვის სააგენტოები განიხილავენ. სიმართლე ისაა, რომ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ასევე, ლევიტი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აშშ ირანში აჯანყების მოწყობის მიზნით ქურთების შეიარაღებას გეგმავს.

„ეს ინფორმაცია სიცრუეა. პრეზიდენტი ტრამპი ქურთ ლიდერებს ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ჩვენს ბაზასთან დაკავშირებით ესაუბრა“, - განაცხადა ლევიტმა.

ცნობისთვის, მანამდე, CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქურთების შეიარაღების გეგმაზე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მუშაობდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს