სენატმა არ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ირანში სამხედრო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის უფლებამოსილებას შეზღუდვას ეხება

აშშ-ის სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მომავალში, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად კონგრესის თანხმობა დასჭირდება.

CNN-ის ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 47-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 53 კი - წინააღმდეგი წავიდა. რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა „დემოკრატმა“ სენატორებმა და მხოლოდ ერთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რენდ პოლიმ მისცა, მის დაბლოკვას კი მხარი „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა და ერთმა „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.

CNN-ი განმარტავს, რომ რეზოლუციას, დამტკიცების შემთხვევაშიც, წინ რთული ბრძოლა ელოდა, რადგან წარმომადგენელთა პალატაში გადასასვლელად მას სენატში შესწორების შეტანის სრული პროცესის გავლა და შემდეგ, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოუწევდა, რისთვისაც კონგრესმენების ხმების ორი მესამედია საჭირო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს