ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად დრონები და ექსპერტები გაგზავნა

უკრაინამ იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად დრონები და ექსპერტები გაგზავნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარების თხოვნით ხუთშაბათს მიმართა და ექსპერტთა ჯგუფი მეორე დღეს გაემგზავრა.

„ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხეთ. მე ვუთხარი: „დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენს ექსპერტებს გამოვგზავნით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ირანში აშშ-ისრაელის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მას და მის გუნდს დახმარება სთხოვეს ბაჰრეინიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, იორდანიიდან, ქუვეითიდან, კატარიდან და საუდის არაბეთიდან.

ზელენსკიმ პარასკევს The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელი ექსპერტების კიდევ ერთი გუნდი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება, რათა დაეხმაროს ქვეყნებს შეაფასონ, თუ როგორ შეუძლიათ თავი დაიცვან ირანული დრონებისგან, ძვირადღირებული Patriot-ის ტიპის რაკეტების გაშვების გარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა