The Times of Israel - ისრაელში, ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა

ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამშენებლო ობიეექტზე 40 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი რაკეტების ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა. მოგვიანებით, ერთი მათგანი გარდაიცვალა.

ამასთან, სხვა ლოკაციაზე მძიმედ დაიჭრა 30 წლამდე ასაკის კიდევ ერთი მამაკაცი.

პირველადი რეაგირების ჯგუფების ცნობით, თავდასხმის დროს ცენტრალურ ისრაელს, სავარაუდოდ, რამდენიმე კასეტური ბომბით დაარტყეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა