რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მოჯთაბა ხამენეის მისალოცი წერილი გაუგზავნა და ირანის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა.
„მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა თეირანის მიმართ და სოლიდარობა ჩვენი ირანელი მეგობრების მიმართ. რუსეთი იყო და დარჩება ისლამური რესპუბლიკის საიმედო პარტნიორად“, - ნათქვამია მისალოც წერილში.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ახალი უზენაესი ლიდერი „ღირსეულად გააგრძელებს მამის საქმეს და გააერთიანებს ირანელ ხალხს“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად გააგრძელებთ მამათქვენის საქმეს და გააერთიანებთ ირანელ ხალხს მძიმე განსაცდელების წინაშე“, - ნათქვამია წერილში.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა ირანი შეიარაღებულ აგრესიას უპირისპირდება უზენაესი ლიდერის ქმედებები დიდ გამბედაობასა და თავდადებას მოითხოვს.
„ახლა, როდესაც ირანი შეიარაღებულ აგრესიას უპირისპირდება, ამ მაღალ თანამდებობაზე თქვენი ქმედებები უდავოდ დიდ გამბედაობასა და თავდადებას მოითხოვს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.