გიორგი კლდიაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე - მე ვისაუბრე ჩემი ორგანიზაციის შესახებ, თუ რა დევნას განვიცდით, რა შეზღუდვები გვაქვს

ცხადია, კითხვა ეხებოდა სექტორის მდგომარეობას - მე ვისაუბრე ჩემი ორგანიზაციის შესახებ, თუ რა დევნას განვიცდით, რა შეზღუდვები გვაქვს და ა.შ.- ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს რა მდგომარეობაშია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში.

„ცხადია, კითხვა ეხებოდა სექტორის მდგომარეობას. რა მდგომარეობაშია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მე ვისაუბრე ჩემი ორგანიზაციის შესახებ, თუ რა დევნას განვიცდით, რა შეზღუდვები გვაქვს და ა.შ. ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის წინაშე დგას არა მხოლოდ მიღებული კანონებიდან გამომდინარე, ასევე, მიმდინარე ანგარიშების გაყინვა. ჩვენი ორგანიზაციის, პრაქტიკულად, საქმიანობის შეწყვეტა და ა.შ. ეს საკითხები მივაწოდე“,- განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა