ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით საია-ს განცხადებაზე - თუ არ ვცდები, 3 სარჩელი ჩაუვარდათ უკვე - პოლიტიკური სპეკულაციებია, რაც სამარცხვინოა

თუ არ ვცდები, 3 სარჩელი ჩაუვარდათ უკვე - პოლიტიკური სპეკულაციებია, რაც სამარცხვინოა, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა რომ საია-მ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე საჩივარი გააგზავნა და აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი და საუბარია დაკავებისას, ასევე პოლიციის განყოფილებაში მისი უფლებების დარღვევაზე.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნული „არის მტკნარი სიცრუე“.

„აღნიშნულზე უცხოელი აგენტები საუბრობენ, 3 სარჩელი ჩაუვარდათ უკვე თუ არ ვცდები. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ყველამ იცის რომ ხალხის თვალწინ კონკრეტულმა ადამიანმა კონკრეტული ქმედება ჩაიდინა, რასაც დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცა. არის ევროკავშირის ქვეყნები, სადაც იდენტურ ქმედებებს ასევე მიეცა სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია. პატიმრობა შეეფარდათ. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, რაც სამარცხვინოა“,- აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გააგზავნა, რომელიც, ორგანიზაციის განმარტებით, 2025 წლის 12 იანვარს განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ეხება. მათივე ცნობით, სტრასბურგის სასამართლო უკვე განიხილავს მზია ამაღლობელის 2 საქმეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა