ლიბანში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ორი წლით გადაიდო

ლიბანის პარლამენტმა, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის განახლების გამო, მაისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ორი წლით გადადო.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ამასთან, ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ისრაელი ლიბანში თავის მიზნებს სამხედრო დარტყმებით ვერ მიაღწევს.

მისი თქმით, ლიბანი სრულად მზად არის, განაახლოს მოლაპარაკებები ისრაელთან, რათა „სახიფათო ესკალაციის შესაჩერებლად აუცილებელი უსაფრთხოების საკითხები“ განიხილონ.

ამასთან, აუნმა „ჰეზბოლა“ და მის მოკავშირეები გააფრთხილა და განაცხადა, რომ ლიბანის არმია გააგრძელებს იარაღის კონფისკაციას, როდესაც პირობები ამის საშუალებას მისცემს.

გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მონაცემებით, ლიბანში სულ მცირე 83 ბავშვი დაიღუპა და 254 დაიჭრა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო ძალებმა, ირანის მხარდაჭერით მოქმედი „ჰეზბოლას“ მიერ ჩრდილოეთ ისრაელში გაშვებული რაკეტების საპასუხოდ, ქვეყანაზე საჰაერო დარტყმები დაიწყო.

ამასთან, ორგანიზაციის მტკიცებით, კონფლიქტის დაწყებიდან, 2 მარტის შემდეგ, საკუთარი სახლებიდან 700 000 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 200 000 ბავშვი, იძულებით გადაადგილდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა