ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობაა - ამ პირობებში, ქვეყანაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობა სრულად მმართველ პარტიას ეკისრება , - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ამასთან, ინფორმაციაშია ნათქვამი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ხელს უწყობს არა ნორმალური გარემოს შექმნას, არამედ პირიქით - ხლეჩს საზოგადოებას, განსხვავებული აზრის გამო ჩაგრავს ადამიანებს, ახალისებს ძალადობას და თავად ფიზიკურად ესხმის თავის ოპონენტებს.
„როგორც ცნობილია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობაა, რაც, ნამდვილად, ქვეყნის დემოკრატიული, სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა.
შესაბამისად, გვესმის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მცდელობები, საქართველოში პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ხელს უწყობს არა ნორმალური გარემოს შექმნას, არამედ პირიქით - ხლეჩს საზოგადოებას, განსხვავებული აზრის გამო ჩაგრავს ადამიანებს, ახალისებს ძალადობას და თავად ფიზიკურად ესხმის თავის ოპონენტებს, მართლმსაჯულების სისტემას იყენებს პირად ინტერესებში, აუარესებს კანონებს და კორუფციას იყენებს ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად.
ამ პირობებში, ქვეყანაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობა სრულად მმართველ პარტიას ეკისრება.
ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვიყენებთ და გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა საქართველოს მოქალაქეები არ დავტოვოთ მარტო ჰიბრიდულ ომში“,- აღნიშნულია განცხადებაში.