ემანუელ მაკრონი - კვიპროსზე თავდასხმა მთელ ევროპაზე თავდასხმას წარმოადგენს - საფრანგეთი ევროკავშირის საზღვაო მისიის ფარგლებში წითელ ზღვაში ორ ფრეგატს გაგზავნის

კვიპროსზე თავდასხმა მთელ ევროპაზე თავდასხმას წარმოადგენს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კვიპროსზე ვიზიტისას კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ქრისტოდულიდესთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კვიპროსის დაცვა საბერძნეთისთვის, როგორც თქვენი მეზობლის, პარტნიორისა და მეგობრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის და ევროკავშირისთვის“, - განაცხადა მაკრონმა.

ასევე, მაკრონის ცნობით, საფრანგეთი ევროკავშირის საზღვაო მისიის ფარგლებში წითელ ზღვაში ორ ფრეგატს გაგზავნის.

„ჩვენ ახლა წმინდა თავდაცვითი მისიის ჩამოყალიბების პროცესში ვართ, რომელიც ევროპულ და არაევროპულ სახელმწიფოებთან ერთად შეიქმნება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა