მარკო რუბიო - მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ირანში მისია შესრულდება

მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ირანში მისია შესრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

როგორც მარკო რუბიო აღნიშნავს, აშშ ჩართულია მისიაში, რომლის სამიზნეს „მსოფლიოში ტერორიზმის მთავარი სპონსორი - ირანის რეჟიმი“ წარმოადგენს.

მისი თქმით, აშშ-ის მიზანი „ირანის რეჟიმის მიერ რაკეტების გაშვების უნარისა და მათი წარმოების შესაძლებლობების განადგურებაა“.

„ჩვენ ამ მიზნის მიღწევის გზაზე ვართ. ყოველდღიურად ირანის რეჟიმს ნაკლები რაკეტა, ნაკლები გამშვები დანადგარი აქვს და მათი ფლოტი ნადგურდება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა