დონალდ ტრამპი მოჯთაბა ხამენეიზე - მისით უკმაყოფილო ვარ

დონალდ ტრამპის განცხადებით, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დანიშვნით უკმაყოფილოა.

New York Post-ის კითხვაზე, თუ რა გეგმები აქვს ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან, აიათოლა მოჯთაბა ხამენეისთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამის თქმა ჯერჯერობით არ შეუძლია.

„ვერ გეტყვით. მისით უკმაყოფილო ვარ“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, ირანში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახმელეთო ძალების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან „ახლოს არ არის“.

„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა