ლევან მაჭავარიანი - ხარკოვში ორჯერ გაიმართა გეი აღლუმი, ახლა უკვე კიევშიც ორი LGBT მარში დაიგეგმა - ვისაც, უკრაინის მთავრობა ეროვნულ ხელისუფლებად მიგაჩნიათ, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

ხარკოვში ორჯერ გაიმართა გეი აღლუმი, ახლა უკვე კიევშიც ორი LGBT მარში დაიგეგმა - ვისაც, უკრაინის მთავრობა ეროვნულ ხელისუფლებად მიგაჩნიათ, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.

„იმის ფონზე, რომ უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, მილიონამდე დაღუპულია, ათობით მილიონი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი და ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

იმის ფონზე, რომ უკრაინა „გადააგდეს“ ნატო-სა და ევროკავშირში მიღებაზე, იმის ფონზე, რომ უკრაინა „გადააგდეს“ რუსული გაყინული ასობით მილიარდი დოლარის აქტივების გადაცემაზე - უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი ერთსქესიანი წყვილი ოჯახად აღიარა.

ამ ყველაფრის ფონზე, ხარკოვში ორჯერ გაიმართა გეი აღლუმი, ხოლო ასევე ამ ყველაფრის ფონზე, ახლა უკვე კიევშიც ორი LGBT მარში დაიგეგმა.

ვისაც, უკრაინის მთავრობა ეროვნულ ხელისუფლებად მიგაჩნიათ, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, - წერს მაჭავარიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა