ილჰამ ალიევმა აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დანიშვნა მიულოცა

ილჰამ ალიევმა აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დანიშვნა მიულოცა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის მისალოცი წერილი გაუგზავნა.

წერილის თანახმად, ილჰამ ალიევმა „ირანელ მეგობარსა და მოძმე ხალხს მშვიდობა და უსაფრთხოება“ უსურვა.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები ჩვენი ხალხების ნების შედეგია, რომლებიც ისტორიულად კეთილმეზობლურ და მეგობრულ ატმოსფეროში ცხოვრობენ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამისად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებისათვის მეტ ძალისხმევას გავწევთ“, - ნათქვამია ალიევის წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა