დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, „საუბარი საქმიანი, გულწრფელი და კონსტრუქციული იყო“.

„დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაურეკა, რათა საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენები განეხილათ“, - განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვის ცნობით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ირანისა და უკრაინის საკითხი განიხილეს.

„აქცენტი გაკეთდა ირანთან კონფლიქტის გარშემო არსებულ ვითარებასა და უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე ორმხრივ მოლაპარაკებებზე“, - აღნიშნა უშაკოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა