თურქეთის თავდაცვის უწყება - ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე, ნატო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს

ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე, ნატო თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს, - განცხადებას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა მალათიის პროვინციაში განლაგდება, სადაც ნატო-ს ქურეჯიქის სარადარო ბაზა მდებარეობს.

„ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების გარდა, ნატო-ს მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ზომები ძლიერდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანს „პროვოკაციული ნაბიჯებისგან“ თავშეკავებისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა