ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანის რეჟიმის დასასრული ირანელი ხალხის ნებაზეა დამოკიდებული

ირანის რეჟიმის დასასრული ირანელი ხალხის ნებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, „სურს, რომ ირანელმა ხალხმა ტირანიის უღელი მოიხსნას“.

„საბოლოოდ, ეს მათზეა დამოკიდებული. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ქმედებებით მათ [ირანის რეჟიმი] ძვლებს ვამტვრევთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ დასახმარებლად ისრაელის „ხელი კვლავ გაწვდილია“.

„თუ ირანელ ხალხთან ერთად წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ამას საბოლოოდ დავასრულებთ და ცვლილებას მოვახდენთ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა