მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გარდაბანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან, შეხვედრა გაიმართა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გარდაბანში გაიმართა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძემ და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

„ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს მომხმარებლის უფლებები გააცნეს და მათთან ერთად განიხილეს, თუ ვის და რა ფორმით უნდა მიმართოს მომხმარებელმა უფლების დარღვევის შემთხვევაში.

დღესვე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამართა პრეზენტაცია, თემაზე - „მომხმარებლის მიმართვიანობის ანალიტიკა სადაზღვევო პროდუქტების მიხედვით“.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები გორში, ბათუმსა და წყალტუბოშია დაგეგმილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა