ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიბანში „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრებსა და სხვა ინფრასტრუქტურას დავარტყით

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით სამხრეთ ლიბანის ქალაქ ანსარში დარტყმები განახორციელეს „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრებსა და სხვა ინფრასტრუქტურაზე, საიდანაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს.

დარტყმების დაწყებამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქის მცხოვრებლები ევაკუაციასთან დაკავშირებით გააფრთხილეს.

„ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ სამოქალაქო ტერიტორიებზე ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ათავსებს, რითაც საფრთხეს უქმნის ლიბანის მოსახლეობას. ლიბანის სამოქალაქო ტერიტორიებზე გაშვებების განთავსება და რაკეტების სროლა „ჰეზბოლას“ ტერორისტული მიზნების წინსვლის მიზნით ლიბანის მოსახლეობის ცინიკურ ექსპლუატაციას წარმოადგენს“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა