საფრანგეთში ისრაელის ელჩი - ისრაელი ირანში ომის მიზნების მიღწევის დადგენილ გრაფიკს უსწრებს

ისრაელი ირანში ომის მიზნების მიღწევის დადგენილ გრაფიკს უსწრებს, - ამის შესახებ საფრანგეთში ისრაელის ელჩმა, ჯოშუა ზარკამ განაცხადა.

„როდესაც ამ ომის დაწყებისას მისი ხანგრძლივობის შესახებ შეკითხვა დაგვისვეს, ჩვენი პასუხი იყო, რომ ის რამდენიმე კვირას გაგრძელდებოდა. ეს არ შეცვლილა. ჩვენ ომის მიზნების მიღწევის დადგენილ გრაფიკს ვუსწრებთ“, - განაცხადა საფრანგეთში ისრაელის ელჩმა.

ზარკა ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აიათოლა მოჯთაბა ხამენეის დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ისრაელის სამიზნეთა სიაში იქნება.

„თუ ის მამამისის პოზიციებს მიჰყვება, მაშინ იმ პირთა სიაში იქნება, რომელთა ლიკვიდაციაც უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა