ამათთვის მთავარი ქურდი არის პუტინი, ბიძინა არის „ძველი ბიჭი“. ევროპელები წესიერად იქცევიან და ესენი უნდათ დაჩაგრონ, ხუთოსნები და წესიერად მომქცევი ადამიანები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ოპოზიციური გაერთიანება. ოპოზიციამ უნდა ჩახერგოს ყველა გზა ამ რეჟიმისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ხელისუფლების ქმედებები უნდა იყოს ფრთხილი, „თუმცა ღირსებაც უნდა დავიცვათ“.
„ახლა რომ დანიშნეს იმ ჯალათის შვილი, ეს არის მილიარდერი, ისევე როგორც ირანული რევოლუციის გუშაგები არიან მილიარდერები. ძალიან ბევრ ფულს აკეთებენ, იმიტომ, რომ აკონტროლებენ ირანის ეკონომიკას. ფულს დებენ დუბაიში და გარშემო სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში არის დარეგისტრირებული რამდენიმე ათასი ირანული ფირმა ბოლო წლებში. თქვენ გგონიათ, რომ აქ ისლამური გუშაგთა წვლილი არ არის? - რა თქმა უნდა არის! რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი საფრთხე არა მხოლოდ ქართული ეკონომიკის, არამედ საერთოდ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის.
ამათთვის მთავარი ქურდი არის პუტინი, ქურდი არის, რა თქმა უნდა, თეირანში. ბიძინა არის „ძველი ბიჭი“. „ძველი ბიჭის“ ფუნქცია რა არის? დაჩაგვრა, წესიერად მომქცევი ადამიანების. ევროპელები წესიერად იქცევიან და ესენი უნდათ დაჩაგრონ, ხუთოსნები და წესიერად მომქცევი ადამიანები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ოპოზიციური გაერთიანება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ გაერთიანებამ ყველა ამ საკითხზე მოახდინოს რეაგირება. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს სანქციები მართლა ყოვლისმომცველი გახდეს. ჩვენ ამ სანქციებზე უნდა ვიმუშაოთ. ოპოზიციამ უნდა ჩახერგოს ყველა გზა ამ რეჟიმისთვის. ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ამ მდგომარეობის ნორმალიზაცია.
ნორმალური ხელისუფლების მოქმედება ამ პირობებში იქნებოდა ძალიან დიდი სიფრთხილე. ეს არის ის სიტუაცია, როცა ყველამ უნდა გამოვიჩინოთ ძალიან დიდი სიფრთხილე, მაგრამ ასევე ღირსების დაცვა. სიფრთხილე რა არის? ყველანაირი აღკვეთა ყველანაირი უცხოური სპეცსამსახურების საქმიანობის, რუსულის და ირანულის. ასე რომ, ჩვენი პოზიცია იქნებოდა სიფრთხილე, გვექნებოდა საკმარისი იარაღიც და კავშირებიც, იმისთვის, რომ არ დაგვეშვა შეღწევა. აზერბაიჯანს ერთხელ დაარტყეს და მეორედ არ ურტყამენ. იმიტომ, რომ აზერბაიჯანს იმდენი იარაღი აქვს და ისეთი შეიარაღებული ძალები ჰყავს, რომ ირანს ძალიან მოხვდება. ჰოდა, აზერბაიჯანი ყველაზე მეტად არ უყვარს ირანს. ეს არის თავმოყვარე პოზიცია და ეს არის უსაფრთხოების პოზიცია.
საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ მოხვდება ამერიკის პირველ მოკავშირეებში, ეს უკვე ნათელია, თუ აქ არ შეიცვალა სიტუაცია. თუ სიტუაცია შეიცვალა, საქართველო იქნება ყველაზე მთავარი დასაყრდენი თავისუფალი სამყაროსი და ეს იქნება ყველაზე დაცული ქვეყანა, ყველაზე განვითარებული ქვეყანა.
ამ სიტუაციაში ისმევა კითხვა, რა იქნება ტრამპის პოლიტიკურ ველზე. ტრამპს არ აქვს სხვა ვარიანტი, რომ არ დაეხმაროს უკრაინას. სიტუაცია არის მარტივი - მეხუთე წელია რუსეთი ცდილობს უკრაინაში შესვლას. ყველა ასეთ სიტუაციაში როცა დიდი სახელმწიფო დაესხა თავს პატარას და რამდენიმე წელი წინ ვერ მიდის, ის ყოველთვის დამარცხებულია“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების შესაცვლელად რწმენა და თავგანწირვაა საჭირო.
„ირანის რევოლუცია რომ მოხდა, 11 წლის ვიყავი. მახსოვს ბაკურიანში ვისვენებდი და ირანის ამბებს ინტენსიურად ვადევნებდი თვალს. ვინც მაშინ დაიბადა, 1979 წელში, მათგან ბევრს ჰყავს შვილიშვილები. თვითონაც დაიბადნენ დიქტატურაში და შვილიშვილებიც დაიბადნენ დიქტატურაში. ახლა ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ, მაგალითად: ალისას შვილები რომ დაიბადონ ცოტნე ბიძინასძის მმართველობის დროს. რეალურად ამ საფრთხის ქვეშ ვართ. ახლა დიქტატურა თუ გამყარდა, შემდეგი 60 წელი გინდათ ცოტნეს მმართველობის ქვეშ ცხოვრება? ზუსტად ამ პერსპექტივის წინაშე ვართ. წარმოუდგენელი გამოწვევაა დღეს საქართველოს წინაშე. იმისთვის, რომ ივანიშვილმა რეალურად დაკარგოს ხელისუფლება, არის მხოლოდ ჩვენი გადამწყვეტი მოქმედება საჭირო", - განაცხადა სააკაშვილმა.