ისრაელმა თეირანში  დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყო

სამშაბათს ისრაელმა ირანის დედაქალაქ თეირანში დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადა.

სამშაბათს განხორციელებული დარტყმების დროს ისრაელმა დარტყმები მიაყენა თეირანსა და ქალაქ თავრიზს. კერძოდ, ისრაელმა განაცხადა, რომ განხორხიელდა „ცენტრალურ სამეთაურო ცენტრებზე დარტყმები, სადაც ირანის ტერორისტული რეჟიმის თანამშრომლები იყვნენ განლაგებულნი“.

პირველი ტალღის დროს, ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დარტყმები მიაყენეს სამხედრო ობიექტს და დიდ კომპლექსს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა