„დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეხვედრას გამართავენ

დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენას განიხილავენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უხელმძღვანელებს.

გუშინ ემანუელ მაკრონმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ომსა და მსოფლიო ეკონომიკაზე მისი გავლენის შესახებ ისაუბრეს.

კარნის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაზრდაზე შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა