ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები წუხელ სამჯერ გაუშვა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად სირენები ცენტრალურ ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში ამოქმედდა.
ისრაელის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების ნაწილი მოიგერია, ნაწილი კი ღია ტერიტორიებზე დაეცა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.