“ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ქუვეითში აშშ-ის ბაზას ორი რაკეტა ესროლეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ქუვეითის სამხრეთით, არიფჯანში მდებარე ამერიკულ ბაზაზე განხორციელდა.
ქუვეითის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მანამდე, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაანადგურეს ორი დრონი, რომელიც ნავთობის საბადოსკენ მიემართებოდა. სირენების ხმა ასევე გაისმა ბაჰრეინში, სადაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინაა განთავსებული.