The Guardian - ისრაელმა ცენტრალურ ბეირუთს დაარტყა

ისრაელმა ცენტრალურ ბეირუთს დაარტყა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა.

ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (NNA) განცხადებით, დარტყმის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე და მერვე სართულები განადგურდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა