BBC - დუბაის აეროპორტთან ახლოს დრონების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ორი დრონის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი დუბაის მთავრობის მედია ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან ინდოეთის, განის რესპუბლიკის და ბანგლადეშის მოქალაქეები.

დუბაის მთავრობის მედია ოფისის ცნობით, საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა