ბაქსვუდის სკოლასა და თიბისის ტექსკოლას შორის იწყება პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს რეალურ ტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას მიეცემათ. თანამშრომლობა ტექნოლოგიებს, განათლებასა და ახალგაზრდა ლიდერებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
6-კვირიანი სტაჟირების ფარგლებში, ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეები თიბისი ტექსკოლისა და ჯეოლაბის ერთობლივი პროექტის საორგანიზაციო გუნდს შეუერთდებიან. ისინი აქტიურ დახმარებას გაუწევენ ტექსკოლის ელჩებს თანატოლებისთვის განკუთვნილი კურსების დაგეგმვასა და მართვაში. ეს არის შესაძლებლობა, მოსწავლეები პროექტების რეალურ დროში მართვას დაეუფლონ. პროგრამის განმავლობაში ისინი:
ინიციატივის პარტნიორი მხარეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს შეთავაზება მოსწავლეების პროფესიული ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.
„მოხარულები ვართ, რომ ბაქსვუდის სკოლა ჩართული იქნება იმ სიახლეებისა და შესაძლებლობების შექმნაში, რომელსაც თიბისი ტექსკოლა ქართველ მოსწავლეებს სთავაზობს. გვჯერა, რომ მსგავსი პარტნიორობა ჩვენი მოსწავლეებისთვის რეალურ, პრაქტიკულ გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოსთან ეფექტურ ინტეგრაციას და მომავლის პროფესიებისთვის აუცილებელი უნარების განვითარებას უზრუნველყოფს,“ - აცხადებს ბაქსვუდის სკოლის აკადემიური დირექტორი არჩილ სუმბაძე.
“ჩვენი მიზანია, საქართველოს მასშტაბით განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის - ყველანაირი გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერის მოხსნით. ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. გვსურს, ახალ თაობას მივცეთ შესაძლებლობა, უფასოდ გაეცნოს და დაეუფლოს ხარისხიან განათლებას და ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებას. ამ ხედვის განხორციელების პროცესში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბაქსვუდის სკოლასთან პარტნიორობას. მოაზროვნე და ინოვაციებზე ორიენტირებული პარტნიორების მხარდაჭერა გვეხმარება, რომ ჩვენი ინიციატივები უფრო მეტ ახალგაზრდამდე მივიდეს და მათთვის რეალურ გარდამტეხ ცვლილებად იქცეს. ბაქსვუდთან და ჯეოლაბთან ერთად, ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ცოდნის მიღება ხდება მარტივი, საინტერესო და რაც მთავარია - ხელმისაწვდომი,” - ამბობს თიბისი განათლების მიმართულების ლიდი მარიამ თევზაძე.
„ჩვენთვის, ჯეოლაბის გუნდისათვის ისეთ საგანმანათლებლო ცენტრთან თანამშრომლობა, როგორც ბაქსვუდის სკოლაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ ასეთი მასშტაბური პარტნიორობა მოსწავლეებისთვის ქმნის გარემოს, სადაც თეორიული განათლება რეალურ, პრაქტიკულ საქმიანობად გარდაიქმნება. ეს არის გზა თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ინტეგრაციისა და იმ უნარების გამომუშავებისკენ, რაც კრიტიკულად აუცილებელია მომავლის ლიდერებისთვის. ამ ინიციატივით ჩვენ ვცდილობთ დავნერგოთ სწავლების ახალი კულტურა, სადაც ახალგაზრდები არა მხოლოდ მოიხმარენ ტექნოლოგიებს, არამედ აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო რესურსების შექმნასა და მომავალი პროფესიული საზოგადოების ფორმირებაში,“ - აღნიშნავენ ჯეოლაბში.
ბაქსვუდის სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზებაზე, არამედ მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. აკადემიური პროგრამის პარალელურად სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას.
(R)