ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 570-მდე გაიზარდა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის განახლებიდან ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 570-მდე გაიზარდა.

უწყების ცნობით, ისრაელის მხრიდან თავდასხმებისა და დარტყმების შედეგად მხოლოდ გუშინ 84 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, გუშინ 131 ადამიანი დაშავდა და დაშავებულთა საერთო რაოდენობა 1 444-მდე გაიზარდა.

ისრაელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბეირუთზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი დარტყმებს „ჰეზბოლას“კუთვნილ ინფრასტრუქტურაზე ახორციელებენ.

ისრაელმა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც დაჯგუფებამ, ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციისთვის შურის ძიების მოტივით, ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა