ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრისას ირანთან დაკავშირებული სიტუაცია განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლისას, ლიდერებმა მხარდაჭერა გამოთქვეს საომარი მოქმედებების სწრაფი დასრულებისა და არსებული მწვავე კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარების მიმართ“, - აცხადებენ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, პუტინმა ალიევს მადლობა გადაუხადა ირანიდან რუსების ევაკუაციაში გაწეული დახმარებისთვის, ასევე მოსკოვის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ირანელებისთვის მიწოდებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა