სუპერმარკეტთა ქსელ „ზღაპარის“ დირექტორი - საკმაოდ მაღალია დანაკარგები, ვგულისხმობ არასრულწოვნების თემას - თითქმის ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე სტუმრობენ მარკეტებს და მიაქვთ, რაც მოესურვებათ

არასრულწლოვანები, თითქმის ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე სტუმრობენ მარკეტებს და მიაქვთ, რაც მოესურვებათ, - ამის შესახებ სუპერმარკეტთა ქსელ „ზღაპარის“ დირექტორმა, თამარ უდესიანმა ფასების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა.

კერძოდ, ის ფინანსურ დანაკარგებზე საუბრისას, არასრულწლოვანების მხრიდან ქურდობის საკითხს შეეხო.

„კომუნალურების ხარჯი არის საკმაოდ მაღალი და ის დანაკარგები, რაც გვაქვს, რომელიც სხვა საოპერაციო ხარჯებში არის ასახული. დანაკარგებში ვგულისხმობ არასრულწოვნების თემას. თითქმის ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე სტუმრობენ მარკეტებს და მიაქვთ, რაც მოესურვებათ,“ - განაცხადა თამარ უდესიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა