საქართველოში ისრაელის საელჩო ირაკლი კობახიძესა და ისრაელის ელჩს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში ისრაელის საელჩო პრემიერსა და საქართველოში ისრაელის ელჩს შორს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ისრაელის საელჩოში განუცხადეს, ელჩმა პრემიერ-მინისტრს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ამასთან, განმარტავენ, რომ „შეხვედრა იყო კარგი და კონსტრუქციული“, რომლის ფარგლებშიც მათ განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

„ასევე ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის არსებული კარგი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზები“,- აღნიშნავენ საელჩოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა